თინა ხიდაშელი ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულებას მოაწერს ხელს (ვიდეო)

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ფრანგულ მხარესთან ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ მეორე ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. მინისტრი საფრანგეთში უკვე გაემგზავრა.
„ხელს ვაწერთ მეორე ხელშეკრულებას უკვე სხვა ფრანგულ კომპანიასთან იმისთვის, რომ სისტემა, რომელიც ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შევიძინეთ, უფრო ეფექტური იყოს. ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ სისტემას შეიძლება დააშენონ ძალიან ბევრი, იმის მიხედვით, თუ რა შესაძლებლობა აქვს ქვეყანას. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველივე ეტაპზე ამ კონტრაქტის მეორე ნაწილი გავაფორმოთ და დავიწყოთ საუბრები მის განვითარებაზე. ვიწყებთ მოლაპარაკებებს დანარჩენ მიმართულებებზე უკვე საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ. ვესაუბრე პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს და მზად ვართ, დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ, როდესაც გადაწყვეტენ ნდობის ჯგუფის სხდომის თარიღს. ასევე, პრეზენტაციას გავმართავთ მთავრობისთვის და ბუნებრივია მთავარსარდლისთვის“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ცნობისთვის: თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოების შესახებ პირველი კონტრაქტი 15 ივნისს გააფორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები