გარემოს დაცვის მინისტრი: სოფელ ახალდაბას საფრთხე არ ემუქრება

„სოფელ ახალდაბას საფრთხე არ ემუქრება“,-აღნიშნული განცხადება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააკეთა.
როგორც მინისტრი აცხადებს, იქ, სადაც საფრთხე არსებობდა, განსახლების პროცესი გუშინდელ მეწყერამდეც დაწყებული იყო და ეს პროცესი გრძელდება, ხოლო იქ, სადაც საფრთხე არ არის, ადამიანები თავიანთ საცხოვრებელ ადგილას დარჩებიან.
“გუშინდელი მეწყერი თავისი ზომით დიდი არ იყო, თუმცა ყველამ ვიცით, რომ იდენტიფიცირებულია საკმაოდ ბევრი მეწყრული უბანი და ქანები დასუსტებულია. ასე რომ, შესაძლებელია ნებისმიერ დროს მოხდეს მათი ჩამოწოლა. მიუხედავად ამისა, მუშაობა გრძელდება უსაფრთხოების ზომების დაცვით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თავიდან ავირიდოთ რაიმე ტიპის ზარალი, გნებავთ ადამიანური, გნებავთ მატერიალური”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები