ტყემალაძე მაჭავარიანს: უნიათო ვინ იყო და ვინ არის, ისტორია შეაფასებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ სურთ, საკუთარი უნიათობა სხვას გადააბრალონ.
აღნიშნულ განცხადებას უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, უნიათო ვინ იყო და ვინ არის, ისტორია შეაფასებს. ტყემალაძის განცხადებით, ეკონომიკა კარგი მიმართულებით მიდის.
“უნიათო კი არა, ეკონომიკა ძალიან კარგი მიმართულებით მიდის. რას ჰქვია 10 და 20%-იანი ზრდები, წლის განმავლობაში არც მიუღწევია და არც უნდა მიაღწიოს. ის თუ როდესმე არსებობდა სადღაც, ის სხვა იყო და ის ბოდიში და რაღაც წუმპიდან ამოყვანის პროცესი იყო. იმ წუმპეში ვინ შეიყვანა ქვეყანა, თუ გინდათ, ისიც ვილაპარაკოთ”, – განაცხადა სხდომაზე დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები