აფხაზი ფეხბურთელები დონეცკში „ამხანაგურ მატჩზე“ დაპატიჟეს

აფხაზმა ფეხბურთელებმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებისგან მიწვევა მიიღეს ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციაში შეატყობინეს.

„აფხაზ ფეხბურთელებს დონეცკში 16 ივლისს ელოდებიან. აფხაზეთისა და დონეცკის რესპუბლიკებს შორის ამხანაგური მატჩი 17 ივლისს გაიმართება. მოსაგვარებელია მხოლოდ ფინანსური საკითხები“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ გუბაზმა.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. დონეცკის რესპუბლიკას შორის სოხუმში ამხანაგური მატჩი 14 მაისს უკვე გაიმართა. ის აფხაზი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დამთავრდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები