დავით ბაქრაძე USAID-ის წარმომადგენელს შეხვდა

ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს სიუზან კოსინსკი ფრიცს შეხვდა.

სახელმწიფოს მინისტრმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს ხელმძღვანელებს საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესსა და ერთწლიანი მუშაობის შედეგებზე ისაუბრა.

სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და ევროსტანდარტებთან დაახლოების პროცესში არსებულ გამოწვევებზე.

დავით ბაქრაძემ, ასევე, ხაზი გაუსვა საზოგადოებასა და კერძო სექტორთან დიალოგის მნიშვნელობას ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული სარგებლის შესახებ და ამ კუთხით, განსაკუთრებულად აღნიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების მნიშვნელობა მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის კონტექსტში.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. სიუზან კოსინსკი ფრიცმა გამოთქვა მზაობა ასოცირებისა და მისივე შემადგენელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს დახმარების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები