დავით ბაქრაძე ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართა ამერიკელ კონგრესმენებთან-ჯონ შიმკუსთან („რესპუბლიკური“ პარტია), უილიამ კიტინგთან („დემოკრატიული“ პარტია), ტედ პოსთან („რესპუბლიკური“ პარტია) და მაიკლ ტერნერთან („დემოკრატიული“ პარტია). შეხვედრები ამერიკის შერთებულ შტატებში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 7-8 ივლისს გაიმართა.
დავით ბაქრაძემ კონგრესმენებს ინფორმაცია მიაწოდა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის, სხვადასხვა სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმების შესახებ. თავის მხრივ, კონგრესმენებმა დაადასტურეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა და გამოთქვეს მზაობა ევროინტეგრაციის პროცესში ხელშეწყობის თაობაზე.
შეხვედრებზე, ასევე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად იყო და იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი.