პრემიერის ხელმძღვანელობით უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა უსაფრთხოების საკითხები და მიმდინარე თემები განიხილეს.