ურთიერთბრალდებები პარლამენტის სხდომაზე -ბესელია წიკლაურს: თქვენ მიატოვეთ მიცვალებულები, ჩვენი გმირი ჯარისკაცები
“ბატონი წიკლაურის განცხადება არა მარტო უპასუხისმგებლოა, არამედ, ეს არის ძალიან ყალბი და ფარისევლური განცხადება“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებას, როდესაც პარლამენდის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ ბესელიამ რუსი ჯაშუშები გაათავისუფლა.
“ბატონი წიკლაურის განცხადება არა მარტო უპასუხისმგებლოა, არამედ, ეს არის ძალიან ყალბი და ფარისევლური განცხადება.
ეს თემა მეხსიერებიდან მოხსნას ნამდვილად არ ექვემდებარება, იმიტომ, რომ ეს ეხება საქართველო-რუსეთს შორის აგვისტოს ომს და ის ადამიანები, ვინც მან ახსენა, ასევე ბევრი სხვა, სხვათა შორის, “ენვერის” საქმეზე დაპატიმრებული პირები იმ აგვისტოს ომში მონაწილე ჯარისკაცები და ხუთი მფრინავი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ მაშინ, როდესაც წიკლაური და მისი მეგობრები თავის საშველად ეძებდნენ გზებს.
ეს ადამიანები მათ ჯაშუშებად გამოაცხადეს და შემდეგ ჯარისკაცები დააპატიმრეს. ჩვენ ასევე გვახსოვს, რომ თქვენ იქ მიატოვეთ მიცვალებულები, ჩვენი გმირი ჯარისკაცები და პატრიარქი რომ არ შებრძანებულიყო, მიწას ვერ მივაბარებდით”, – განაცხადა ბესელიამ.