ზურაბ აბაშიძე: პრობლემები კი არ გადაწყდა, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა
„დღეს პრობლემები კი არ გადაწყდა, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა“,-ამის შესახებ განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ზურაბ აბაშიძემ გააკეთა და დასძინა, რომ კოალიციაში შემავალი ყველა პოლიტიკური ძალა დაპირებებში ერთიანი და სოლიდარული იყო.
„მესამე წელია “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია. ჩვენ, იპოთეკით დაზარალებულებს პრობლემის მოგვარებას და არსებული ვითარების გამოსწორებას ვპირდებოდით. როცა წინასაარჩევნოდ დავდიოთ, მართლა გულწრფელად მჯეროდა, რომ არა მარტო პენსიები გაიზრდებოდა, არამედ ბანკების საპროცენტო განაკვეთები დაიწევდა, იპოთეკართა პრობლემა მოგვარდებოდა. დღეს პრობლემები კი არ გადაწყდა, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა. თუ გასულ წელს პენსია დოლარებში 90 დოლარი იყო, დღეს – ერთი წლის მერე, როცა გვეგონა, რომ ცხოვრება უკეთესი უნდა ყოფილიყო, აღმოჩნდა, რომ პენსია 65 დოლარამდე დავიდა. ბიუჯეტი მცირდება და თითოეულ სამინისტროს ათობით მილიონი ლარი აკლდება, საუბარია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ დაიწევდა და განახევრდებოდა ენერგოტარიფები. მთავრობა სერიოზული პრობლემების წინაშეა”, – აღნიშნა აბაშიძემ.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში, 15 ივლისს გაიმართება.