გოგი ქავთარაძე: რას გვახვეწნინებენ ამ ნატოში შესვლას?!
„რას გვახვეწნინებენ ამ ნატოში შესვლას?! – ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის წევრმა გოგი ქავთარაძემ განაცხადა.
ქავთარაძის თქმით, აღნიშნული განცხადება მან იმიტომ გაახმაურა, რომ ეს გზავნილი ნატოს ხელმძღვანელობას მიაწოდონ.
“კოლეგებო, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ და გამკიცხოთ კიდეც, მაგრამ მე მაინც მინდა ასეთი განცხადება გავაკეთო – რას გვახვეწნინებ ამ ნატოში შესვლას?! დავიჯერო, ნატოს წევრი ქვეყნებიდან ზოგი უფრო მეტად იმსახურებს წევრობას, ვიდრე ჩვენ?! შეხედეთ, როგორ იბრძვიან ჩვენი ბიჭები ნატოს ჯარისკაცების მხარდამხარ. თუ გვიფიქრია იმაზე, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ჩუმ-ჩუმად ქირქილებენ, როცა ვიხვეწებით ნატოში გაწევრიანებაზე და ისინი არ გვიღებენ. როგორც ამბობენ, ადამიანის მსგავსად ქვეყანასაც აქვს თავმოყვარეობა. ეს უნდა გავხსოვდეს. იქნებ ჩვენი გზავნილი ნატოში მივაწოდოთ ჩვენს მეგობრებს და გავაგებინოთ ის, რასაც ვამბობ”, – განაცხადა სესიაზე ქავთარაძემ.