ნინო ბურჯანაძე რუსეთში მიემგზავრება

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთში მიემგზავრება.
ამის შესახებ ინფორმაციას “დემოკრატიული მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, სერგეი ნარიშკინის მიწვევით მიემგზავრება.
„ნინო ბურჯანაძე მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ „მრგვალ მაგიდაში“ სახელწოდებით: “მსოფლიოსა და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები, 21-ე საუკუნე”.
ასევე იგეგმება “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის მაღალი რანგის შეხვედრები ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები