დაპირისპირება პირდაპირ ეთერში – დეპუტატებმა ერთმანეთს კულტურა შეახსენეს

„მემგონი უნდა გქონდეთ კულტურა ბატონო გიორგი“, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა კოლეგას უმცირესობიდან გიორგი ბარამიძეს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის ” ეთერში გადაცემა „არჩევანში“

ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის დეპუტატს დისკუსიაში მონაწილეობის დროს დიალოგის კულტურა და კომუნიკაცია დაუწუნა.

“ბატონო გიორგი ვიდრე საუბარს დაიწყებდეთ იქნებ მაცალოთ ხოლმე საუბარი, ისედაც ძლივს მესმის, არ შეიძლება ასეთ რეჟიმში რაღაც დისკუსიების გამართვა“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა, რასაც გიორგი ბარამიძის რეპლიკა მოჰყვა: „ჩვენ აქ სადისკუსიოდ ვართ მოსულები”.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა და ირაკლი სესიაშვილმა კოლეგას, ორ ადამიანს შორის დიალოგის კულტურა შეახსენა. “მესმის მაგრამ, როდესაც ვსაუბრობ თქვენი ხმა, ისედაც ძლივს მესმის, მე მგონი, უნდა გქონდეთ ერთმანეთთან საუბრის კულტურა“, – მიმართა ირაკლი სესიაშვილმა ბარამიძეს. „თქვენ კულტურას ვერ მასწავლით, ჩვენ აქ მოვედით სადისკუსიოდ“, – უპასუხა ბარამიძემ ირაკლი სესიაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები