თეა წულუკიანი: ბურჯალიანს ურჩევნია, ჰააგის დავას მიხედოს, რომელიც სამარცხვინოდ წააგო
ბურჯალიანს ურჩევნია, ჰააგის დავას მიხედოს, რომელიც სამარცხვინოდ წააგო,” – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თინა ბურჯალიანს, რომელმაც დღეს საქართველოს ხელისუფლება უუნარობაში დაადანაშაულა.
“ბურჯალიანს ურჩევნია, მიხედოს იმ ჰააგის დავას, რომელიც სამარცხვინოდ წააგო საერთაშორისო სასამართლოში და საქართველოს დაუკარგა შანსი.
ცხინვალის რეგიონში ამ დავის წაგებამ ეთნიკური წმენდა დაგვადასტურებინა. უბრალოდ დასაშვებობის კრიტერიუმი ვერ დაიცვა. ეს ის თინა ბურჯალიანია, რომელიც სტრასბურგში გირგვლიანის საქმეზე ურცხვად გვიმტკიცებდა, რომ არაფერი არ მომხდარა ისეთი, რაც სიცოცხლის უფლების დარღვევას ნიშნავსო. მათი რჩევა ჩემთვის საინტერესო არ არის,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.