პრემიერის ხელმძღვანელობით კონფლიქტურ ტერიტორიებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, კონფლიქტურ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი ჯგუფი პირველად შეიკრიბა. შეხვედრაზე კონფლიქტებთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესებზე იმსჯელეს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის საჭიროებებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ხალხთა შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგები შეაჯამეს.