გიორგი მარგველაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევს 75 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევს 75 წლის იუბილე მიულოცა.
საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ თანადგომისთვის, რომელსაც ყაზახეთი საქართველოს მიმართ იჩენს, განსაკუთრებით თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს გაწეული დახმარებისათვის.
საუბრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობა განიხილეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. პრეზიდენტებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს. ყაზახეთის პრეზიდენტი საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალით დაინტერესდა.
გიორგი მარგველაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.