უსუფაშვილი ხიდაშელზე: შემომიბღვირა, აქ შენ თვითონ რას აკეთებო…

„სახელმწიფოში ყველაზე კონსერვატიული დაწესებულება პარლამენტი არ არის, მაგრამ მაინც არის სტერეოტიპები, რომლის დანახვაც ცალი თვალით შეიძლება“, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სტაჟიორებისთვის სერტიფიკატების გადაცემისას განაცხადა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოს აპარატზე უმძიმესი შრომა გადადის, ის კი, რაც ტელევოზორშია ნაჩვენები, აისბერგის წვერია.
„კითხვა დაისვა, სტაჟირების გაგრძელება თუ შეიძლებაო. პარლამენტის წესებით, მგონი, აღარ შეიძლება, მაგრამ მომავალ წელს არჩევნებია და თქვენ სხვა სტატუსით შეგიძლიათ ამ შენობაში შემობრძანდეთ, ეს ძალიან კარგი იქნება. 1991 წელს, აქ საარჩევნო საკითხებზე მოსვლა მომიწია და ფოიეში ერთი ნაცნობი სტუდენტი შევნიშნე, მას გაოცებულმა ვკითხე, აქ შენ რას აკეთებ-მეთქი, მან შემომიბღვირა და მითხრა, შენ თვითონ რას აკეთებ აქო და მას მერე არცთუ ისე იშვიათად ასე იბღვირება ხოლმე. ეს სტუდენტი პარლამენტის წევრიც გახდა და ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრიც. სხვას არაფერს მოგახსენებთ, მაშინ რამდენიმე სტუდენტი პარლამენტში საერთაშორისო სამართლის მიმართულებით სტაჟირებაზე იმყოფებოდა. მას შემდეგ, ამ კედლებში ბევრმა ადამიანმა გაიარა და გამოცდილება სასარგებლო იყო“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები