“ექსპო ჯორჯიაში” სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ერთი წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიას” მე-3 პავილიონში ხვალ, სახელმწიფო პროგრამის, “აწარმოე საქართველოში” ერთი წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
როგორც “კვირას“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზენტაციას გამართავს და საზოგადოებას პროგრამის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგებს გააცნობს.
ღონისძიებას დაესწრებიან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ასევე სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები. “საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების კოორდინაციით, პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ამოქმედდა. ეს პირველი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში მეწარმეობის წახალისებაზე, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერაზე, ახალი საწარმოების შექმნასა და უკვე არსებულის გაფართოება-გადაიარაღებაზე”, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები