„გუშინ ჩატარებული რეფერენდუმი მოსახლეობის არჩევანია და ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ“
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე საბერძნეთში გუშინ ჩატარებულ რეფერენდუმს გამოეხმაურა.
როგორც კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ურთიერთობები საბერძნეთის სახელმწიფოსთან გაგრძელდება. მისივე თქმით, გუშინ ჩატარებული რეფერენდუმი მოსახლეობის არჩევანია და ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საბერძნეთის სახელმწიფოსთან. ეს არაფერს არ უშლის ხელს, რაც არ უნდა მთავრობა მოვიდეს იქ, რადგან ურთიერთობის გაგრძელება ორივე ქვეყნის ინტერესშია. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეს რთული სიტუაცია რაც შეიძლება მალე განიმუხტოს და ეს ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს”, – განაცხადა დავით კერესელიძემ.