დავით დონდუა სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით სან მარინოს რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სან მარინოს საგარეო საქმეთა მინისტრთან პასკუალე ვალენტინისთან.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. გამოითქვა ინტერესი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში, აგრეთვე ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობაში. სან მარინოს მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან გააფორმოს შეთანხმება ინვესტიციების დაცვის სფეროში.
სან მარინოს რესპუბლიკა მუშაობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე და ამ კონტექსტში დაინტერესდა საქართველოს გამოცდილებით. სან მარინოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მიერ საქართველო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.
დავით დონდუა აგრეთვე შეხვდა სან მარინოს რესპუბლიკის უმაღლეს ხელისუფალთ, კაპიტან რეგენტებს, ანდრეა ბელუჩისა და რობერტო ვენტურინის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები