ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს და ბელორუს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და ბელორუს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა ბელორუსის ეროვნულ დღესასწაულთან-დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მოპოვებით ჩვენი მეგობრული სახელმწიფოების ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას განვავითაროთ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს და ბელორუს ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაგზავნილ მისალოც წერილში.