დავით ბაქრაძემ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომა გამართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის თავმჯდომარეობით საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომის ფარგლებში განხილულ იქნა 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაციის თვითშეფასების დოკუმენტის მომზადების საკითხი. დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა აღნიშნული დოკუმენტის დროული და ეფექტიანი შემუშავების მნიშვნელობას წლიური ეროვნული პროგრამის რიგით მე-7 ციკლის დროული და წარმატებული დასრულების თვალსაზრისით.
მინისტრმა ასევე, ყურადღება გაამახვილა აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებების განხორციელების სტატუსსა და მათი დროული შესრულების მნიშვნელობაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის კონტექსტში, რაც კიდევ უფრო აქტუალურია 2016 წელს, ვარშავაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის გათვალისწინებით.