ირლანდიელმა დეპუტატებმა სოფელი ხურვალეთი მოინახულეს

ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე პატ ბრინი საოკუპაციო ხაზის მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია. ამის შესახებ განცახდებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად იყვნენ კომიტეტის წევრები – ერიკ ბერნი და ნოელ მერფი . ირლანდიელმა პარლამენტარებმა სოფელი ხურვალეთი მოინახულეს, სადაც ადგილზე გაეცნენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მავთულხლართების გავლების შედეგად საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ირლანდიელი პარლამენტარების პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის გაერთიანებული კომიტეტის წევრები თბილისს 2 ივლისს ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვედრებს მართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები