ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების წარმომადგენლები ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აკეთებენ

სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები ჟენევის დისკუსიებზე ერთობლივ განცხადებას აკეთებენ. მათი თქმით, გაეროს გენერალური ასამბლეა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილებთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას იღებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო ცდილობს, თავს მოახვიოს საერთაშორისო თანამეგობრობას დევნილების პრობლემის „ცალმხრივი და პოლიტიზირებული ხედვა“.
სოხუმი და ცხინვალი დევნილების გაჩენაში სწორედ ქართულ მხარეს ადანაშაულებენ, რომელმაც აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული დაპირისპირება გააჩაღა. ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ სოხუმმა და ცხინვალმა საკუთარი ინიციატივით ათასობით ქართველი დევნილი საცხოვრებელ ადგილებში დააბრუნა.
„სრულიად ნათელია, რომ გაეროს რეზოლუცია დევნილებთან დაკავშირებით არა მარტო არ უწყობს ხელს ამ პრობლემის მოგვარებას, არამედ ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობაზე უარყოფითად აისახება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები