საავტომობილო გზის დარიალის ხეობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. როგორც “კვირას“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, მოძრაობის ახალი რეჟიმი გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის საფუძველზე შემოიღეს.
“საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მყინვარ დევდორაკის ენის მახლობლად მეტეოსაგუშაგოდან უწყვეტი მონიტორინგის საფუძველზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე, 2015 წლის 29 ივნისიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება საღამოს 20:30 საათიდან, დილის 06:00 საათამდე. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები