არჩილ თალაკვაძე: ტერორიზმის წინააღმდეგ მხოლოდ შეზღუდვები ვერ იქნება ეფექტური

ტერორიზმის წინააღმდეგ მხოლოდ შეზღუდვები ვერ იქნება ეფექტური, შეზღუდვებთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობებიც შექმნას მთავრობამ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „20/30“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ზემოაღნიშნულ შესაძლებლობებში იმ ადამიანების ინტეგრაცია იგულისხმება, რომლებიც ტერორიზმის კუთხით, განსაკუთრებულად მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
“ხელისუფლებას დღეს არ დაუწყია ტერორიზმის საკითხებზე მუშაობა, რა თქმა უნდა, აქამდეც მიმდინარეობდა, ძირითადად, ორი მიმართულებით ჩვენი მთავრობის აქტივობები და პასუხი ამ გამოწვევებზე. ერთი მხრივ, სამართალდამცავთა ჩარევა როდესაც ირღვევა კანონი, როდესაც ადგილი აქვს კრიმინალურ მოქმედებებს, თუნდაც ეს იყოს ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობა, თუ სხვა აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს ტერორისტების საქმიანობას, რა თქმა უნდა, იქ ძალიან მკაცრი და დროული ჩარევის საგანია. ყველამ იცის, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ მხოლოდ შეზღუდვები ვერ იქნება ეფექტური და შეზღუდვებთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობებიც შექმნას მთავრობამ, ამიტომ ჩვენ, მეორე მხრივ, ვმუშაობთ მეტ ინტეგრაციაზე იმ საზოგადოების, იმ მოსახლეობის, რომელიც ამ შემთხვევაში, რისკის ქვეშ იმყოფება და ეს არ არის მხოლოდ პანკისის ხეობა, ეს არის აჭარასა და ქვემო ქართლში ზოგიერთი დასახლება, სადაც რადიკალიზაციის რისკი არის უფრო მაღალი, ვიდრე საქართველოს სხვა ტერიტორიებზე”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები