არჩილ თალაკვაძე: პანკისის ხეობაში დაუსჯელობის სინდრომი აღარ არის

პანკისის ხეობაში დაუსჯელობის სინდრომი აღარ არის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „20/30“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სამართალდამცველები ყველა პირს დააკავებს, ვინც ტერორისტული ორგანიზიციის საქმიანობას ხელს შეუწყობს.
„ბოლო პერიოდში სულ არის ოთხი შემთხვევა, როდესაც ჩვენ დავაკავეთ ადამიანები, ვინც ეჭვმიტანილნი არიან ტერორისტულ ორგანიზაციასთან გარკვეულ ალიანსში, მოქალაქეების გადაბირებაში. მათ ჯერჯერობით იცავს უდანაშაულობის პრეზუმფცია, თუმცა მინდ დაგარწმუნოთ, რომ ეს ადამიანები წარსდგებიან ქართული სასამართლოს წინაშე და თუ მათ ეს დანაშაული მართლაც დაუმტკიცდათ, უმკაცრესად აგებენ პასუხს კანონის წინაშე. ეს 4 ადამიანი არ არის, რა თქმა უნდა, ის მაჩვენებლი, რომელზეც შეიძება შეჩერდეს პროცესი. შესაძლოა, კიდევ მოხდეს სხვა ადამიანების დაკავება, თუ ისინი ჩაერთვებიან ანალოგიურ საქმიანობაში. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ეს კარგი პრეცედენტი რომ პანკისის ხეობაში დაუსჯელობის სინდრომი აღარ არის. სამართალდამცველები ჩაერთვებიან და დააკავებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც ტერორისტული ორგანიზიციის საქმიანობას შეუწყობენ ხელს პირდაპირ თუ ირიბად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა სოფელ გომბორის მიმდებარე ტერიტორიაზე – 1979 წელს დაბადებული, სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები აიუფ ბორჩაშვილი, ხოლო თბილისში – 1993 წელს დაბადებული გიორგი კ, 1996 წელს დაბადებული გიორგი ხ. და 1991 წელს დაბადებული დავით ფ. ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილი არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მათ სირიაში გამგზავრებას უზრუნველყოფდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები