მანანა კობახიძე: ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობა და კავშირია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში ოჯახთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი მისაღებია.
როგორც კობახიძე აცხადებს, თუ დამატებითი რეგულაციებია საჭირო იმისთვის, რომ უფრო ცხადად და გარკვევით იყოს ქვეყნის ძირითად კანონში გაწერილი, რომ ოჯახი ქალის და მამაკაცის ერთობა და კავშირია, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.
“როდესაც კონსტიტუციას ვიღებდით ოცი წლის წინ, დარწმუნებული ვარ, როცა იქ ჩაიწერა, რომ სახელმწიფო იცავს ოჯახის ინსტიტუტს, იქ იგულისხმებოდა, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი და სწორედ ამის გამოძახილი იყო, რომ კონსტიტუციის შემდეგ მივიღეთ სამოქალაქო კოდექსი, სადაც ეს ჩაწერილია. თუ დამატებითი რეგულაციებია საჭირო იმისთვის, რომ კიდევ უფრო ცხადად და გარკვევით იყოს ქვეყნის ძირითად კანონში გაწერილი, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუ დღეს ვინმეს ეჭვი ეპარება და ფიქრობს, რომ კონსტიტუცია რაღაც სხვას გულისხმობს და ამისთვის საჭიროა მეტი განსაზღვრულობა, ვთვლი, რომ ასეთი ტიპის ცვლილება მეტ განსაზღვრულობას შემატებს ჩვენს კანონს”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები