ეკა ბესელია: პრემიერის ინიციატივა ოჯახთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების თაობაზე, შესაძლოა, პარლამენტმა განიხილოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ოჯახთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების თაობაზე, შესაძლოა, პარლამენტმა განიხილოს.
ბესელია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მხარს როგორ მოსახლეობის, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობა დაუჭერს.
„ჩვენი კონსტიტუცია ნათლად განმარტავს და ვფიქრობ, ის ფორმულირება, რაც გვაქვს კონსტიტუციით ოჯახთან დაკავშირებით, არის კარგი ჩანაწერი. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც მუშაობს მთლიანად კონსტიტუციაზე, რომელ თავს შეიძლება შეეხოს ცვლილება და ეს ინიციატივაც, რომელიც პრემიერმა გააჟღერა, შესაძლებელია იყოს განხილული. ვფიქრობ, ეს არის ინიციატივა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან იქნება მხარდაჭერილი, თუმცა, დღევანდელი ჩანაწერითაც პრობლემას ვერ ვხედავ“,-განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები