სტამბოლის პოლიციამ ე.წ. გეიპარადის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციელებმა ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები წინასწარ გააფრთხილა, რომ ეს აქცია ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის და დარბეული იქნება, თუმცა აქციის მონაწილეებმა მაინც გადაწყვიტეს ტაქსიმის მოედანთან მოსვლა. სწორედ აქ გამოიყენეს პოლიციელებმა ძალა ლგბტ წევრების წინააღმდეგ.
სხვა მუსულმანური ქვეყნებისგან განსხვავებით, თურქეთი ჰომოსექსუალიზმის მიმართ უფრო ლიალურია. სტამბოლში გეიაღლუმები ადრეც გამართულა, თუმცა ამჯერად გეების აქცია მუსულმანების წმინდა თვეს – რამადანს დაემთხვა. შესაძლოა, პოლიციის რადიკალური ქმედება სწორედ იმით იყო გამოწვეული, რომ ლგბტ პირები ქვეყნის ტრადიციურად განწყობილი მოქალაქეების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ.