ექსპერტი: გვამის პირველადი გამოკვლევის დროს, უკანა ტანის მიდამოზე რაიმე ინფორმაცია არ არსებობს – კვლევა არ ჩატარებულა
ექსპერტიზის ცენტრ „ვიქტორის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გეჯაძე პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გულით გარდაცვალებას უარყოფს და აცხადებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით არანაირი გულის ისემიურ დაავადებასა და სტენოკარდიულ პრობლემებს ადგილი არ ჰქონია.
„ბუნებრივია, ასაკოვან ადამიანს 40-50 წლის კაცს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული პრობლემები, მაგრამ თეთრაძის შემთხვევაში იმ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ფიგურიგებს მხოლოდ არტერიული ჰიპერტენზია. არანაირი გულის ისემიურ დაავადებზე და სტენოკარდიულ პრობლემებზე ინფორმაცია არ არის“, – განაცხადა ექსპერტმა.
გეჯაძემ „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში თეთრაძის მიმართ უკანა ტანში გაუკუღმართებულ ქმედებაზეც ისაუბრა.
„ცალსახად ვაცხადებ, გვამის პირველადი გამოკვლევის დროს, ანუ როდესაც იყო ლპობითი პროცესები, ანუ როდესაც დაასაფლავეს თეთრაძე, უკანა ტანის მიდამოზე რაიმე ინფორმაცია არ არსებობს, რამეთუ კვლევა არ ჩატარებულა. ფაქტი ერთია, რომ ინფორმაცია უკანა ტანზე ჩვენ არ გვაქვს. რაც შეეხება გაუკუღმართებულ სქესობრივ კავშირს, ბატონმა მალხაზმა ბრძანა, რომ მოწვეულმა ექსპერტთა კომისიამ ნაცხი აიღეს და არ აღმოჩნდა სპერმა უკანა ტანიდან და უკანა ტანის არეში დაზიანებები არ აღენიშნებოდა. საიდან მოიტანა მალხაზმა, რომ დაზიანება არ აქვსო?! რაც შეეხება ცხვირის ძვლის მოტეხილობას, ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ ცხვირის ძვალი იზოლირებულად არ ტყდება და გარეკანზე არის დაზიანება. შესაბამისად, თეთრაძის შემთხვევაში ცხვირის მიდამოშიც აღენიშნებოდა მას დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, ორივე ყვრიმალის მიდამოდიში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ორივე თვალის მიდამოში“,-განაცხადა გეჯაძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 19 სექტემბერს დააკავეს. 25 სექტემბერს კი იგი გლდანის ციხეში გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ყოფილი ხელისუფლების პირობებში გულის შეტევა დასახელდა. ახალი ხელისუფლების პირობებში კი ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომლის ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა.
მთავარმა პროკურატურამ, სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას წარუდგინა ბრალდება წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.
გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავასთან და №8 საპყრობილის დირექტორ ალექსანდრე მუხაძესთან ერთად გადაწყვიტა წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოსაპოვებლად, უდანაშაულო მოქალაქეთა წამების გზით, მიეღო აღიარებითი ჩვენებები, რასაც გაავრცელებდნენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. ჯაშუშური ჯგუფი.