ბაჩო ახალაიას წერილი სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით  

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ „იმედის კვირის“ შეკითხვებს საპყრობილიდან წერილით უპასუხა.  ახალაიას მტკიცებით, სერგო თეთრაძეს გული გაუსკდა და მის მიმართ სექსულალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
„ახლაც ყველამ იცის, როგორც ჩანს მას გული გაუსკდა და ამიტომ დადგა სიკვდილი. ხელისუფლებამ ეს ვერსია გადაამოწმა, ჩაატარა ექსჰუმაცია, დამატებითი ექსპერტიზა და დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი სწორედ ეს იყო, ხოლო გაუპატიურება საერთოდ გამოირიცხა. ახლა ჩემთვის სრულიად აუხსნელია, თუ რატომ აყენებენ ადამიანს ისეთ შეურაცხყოფას, როგორც აღმოჩნდა, რომ მისთვის არავის მიუყენებია სიცოცხლეში. ამიტომაც მოიგონეს ახლა რაღაც ცელოფნები, რომლებზეც ამ წლების განმავლობაში არავის სმენია, თუ არ არის გაუპატიურება, რამე მიახლოებული ჯალათობა მაინც უნდა ამტკიცონ“, – აღნიშნავს ახალაია.
შეგახსენებთ, რომ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 19 სექტემბერს დააკავეს. 25 სექტემბერს კი იგი გლდანის ციხეში გარდაიცვალა.
გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ყოფილი ხელისუფლები პირობებში გულის შეტევა დასახელდა. ახალი ხელისუფლების პირობებში კი ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომლის ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა.
მთავარმა პროკურატურამ,  სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას წარუდგინა ბრალდება წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.
გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავასთან და №8 საპყრობილის დირექტორ ალექსანდრე მუხაძესთან ერთად გადაწყვიტა წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოსაპოვებლად, უდანაშაულო მოქალაქეთა წამების გზით, მიეღო აღიარებითი ჩვენებები, რასაც გაავრცელებდნენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. „ჯაშუშური“ ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები