დავით ნარმანია: გვინდა, დედაქალაქს შევძინოთ რეკრეაციული დასასვენებელი ზონა

„კარგი პროექტის ფარგლებში გვინდა, რომ დედაქალაქს შევძინოთ რეკრეაციული დასასვენებელი ზონა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვერეს ხეობაში “ქართული მანჰეტენის” მოწყობის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ზოოპარკის ტერიტორია, ისევე როგორც, მზიურის ტერიტორია მწვანე სივრცე იქნება.
„ჩვენ თოთოეულ თანამოქალაქეს ჩავრთავთ, ვისაც ექნება სურვილი გამწვანების ღონისძიებებში მონაწილეობის. გვინდა, რომ გავაკეთოთ კარგი პროექტი და ამიტომ კარგი პროექტის ფარგლებში გვინდა, რომ დედაქალაქს შევძინოთ რეკრეაციული დასასვენებელი ზონა. ამასთან დაკავშირებით აქტიურად ვიმუშავებთ შემოდგომიდან“, – აღნიშნა თბილისის მერმა და იქვე დასძინა, რომ ვერეს ხეობაში, სადაც პოტენციური დატბორვის ზონაა, იქ ვერაფერი ვერ აშენდება, რადგან ეს არის საფრთხის ზონა და საფრთხის ზონა ყოველთვის უნდა იყოს თავისუფალი.
ვერეს ხეობაში, რომლიც 13 ივნისს, სტიქიის ეპიცენტრი იყო, გაწმენდითი სამუშაოები ისევ გრძელდება. თბილისის მერი ე.წ. ქართული მანჰეტენის პროექტს ჯერ არ გაცნობია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ პროექტი სპეციალურმა საბჭომ განიხილოს. ახალი პროექტს, რომელიც ვერეს ხეობაში მწვანე ზონის გაშენებას ითვალისწინებს, საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები