ავთანდილ სუდაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ სუდაძე თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც სუდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს.
“რა დროს გადადგომაა, ჩვენ ვმუშაობთ და აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს”, – განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერიაშიც უარყვეს.
“აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ავთანდილ სუდაძე პირნათლად ასრულებს საკუთარ მოვალეობას და ამ დროისთვისაც სტიქიით დაზიანებულ ობიექტებზე გაწმენდით სამუშაოებს უწევს კოორდინირებას“, – განაცხადეს მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები