ეკა ზღულაძე: ჩემი ხელფასი 7 ათასზე ოდნავ მეტია
ჩემი ხელფასი 7 ათასზე ოდნავ მეტი გრივნაა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ეკა ზღულაძემ უკრაინულ გამოცემა “ZN.UA”-სთან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ზღულაძემ აღნიშნა, მას სამხედრო წოდება და ნამსახურეობა არ აქვს, რადგან მისი თქმით, საქართველოში ნამსახურეობა არ ეთვლება.
“ჩემი ხელფასი შვიდი ათასზე ოდნავ მეტი გრივნაა. მე ხომ სამხედრო წოდება და ნამსახურეობა არ მაქვს. სამწუხაროდ, საქართველოში ნამსახურეობა არ მეთვლება”, – განაცხადა ზღულაძემ.