ლარსის საბჟო გამშვებ პუნქტთან 200-მდე სატვირთო უკვე რამდენიმე დღეა გაჩერებულია
გუდაურის გზაზე, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან 200-მდე სატვირთო უკვე რამდენიმე დღეა გაჩერებულია.
საბაჟო პუნქტიდან პირველ რიგში მალფუჭებადი პროდუქტებით დატვირთული მანქანები გადიან, დანარჩენებს კი ლოდინი რამდენიმე დღის განმავლობაში უწევთ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რუსული მხარის მიერ მალფუჭებადი პროდუქტის სანიტარული შემოწმება მიმდინრაოებს, პროცედურები კი დროში იწელება. შემოსავლების სამსახურში კი აღნიშნავენ, რომ გაზრდილია ტვირთბრუნვა, შესაბამისად , ტრაილერების ნაკადი და ლარსის საბაჟო პუნქტის რუსული მხარე ვერ უზრუნველყოფს მათ დროულად გატარებას.
როგორც მძღოლები აცხადებენ, მათ პრეტენზია ქართულ მხარესთან არ აქვთ და აცხდებენ, რომ პრობლემას რუსეთის მესაზღვრეები ქმნიან. მათი თქმით, რუსული საბაჟო გამშვები პუნქტი ძალიან ნელა მუშაობს.
„100-მდე ტრაილერი აქ უკვე სამი დღეა გაჩერებული. ქართულ მხარესთან პრეტენზიები არ გვაქვს. აქ ყველაფერი გამართულად მუშაობს. პრობლემას რუსეთის მესაზღვრეები ქმნიან, რის გამოც ამ მასშტაბის საცობები იქმნება. მსგავსი პრობლემა ხშირად არის. რუსული საბაჟო გამშვები პუნქტი ნელა მუშაობს. უამრავი დოკუმენტის გაფორმება გვიწევს. ამის გამო ერთი ტრაილერის მომსახურებას, დაახლოებით ერთი საათი სჭირდება“, – აცხადებენ მძღოლები.