„საოკუპაციო ზოლთან ადამიანის უფლებების დარღვევა ზეპოლიტიკური თემაა“
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევა ზეპოლიტიკური თემაა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო მაქსიმალურად უდგას გვერდში საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, თუ მათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთრების ფლობის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ, საჯარო რეესტრში უპრობლემოდ უტარდებათ. მინისტრი ჟურნალისტებს და მთავრობის წევრებს განცხადებების გაკეთების დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„საოკუპაციო ზოლში ადამიანის უფლებების დარღვევა არის ზეპოლიტიკური თემა და, რა თქმა უნდა, არაფერი არ გვიკრძალავს ამ თემაზე საუბარს, პირიქით, მაგრამ აქ ჩვენ უნდა ვიყოთ მოზომილები იმისთვის, რომ ჩვენი რაღაცა ტიპის განცხადებების გამო კიდევ 10 სანტიმეტრით მართულხლართმა წინ არ წამოიწიოს. თუკი რომელიმე მათგანს აქვს საკუთრების უფლება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საკუთრების უფლებას საჯარო რეესტრში ვარეგისტრირებთ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.