საბანკო ასოციაცია საზედამხედველო სააგენტოს საბჭოში ერთ წევრს ითხოვს

 

“საბანკო ასოციაცია” ეროვნული ბანკიდან გამოყოფის შემთხვევაში საზედამხედველო სააგენტოს საბჭოში ერთი წევრის შეყვანას ითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ დააყენა, სადაც ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხი განიხილება.

“თუ ვინმე პოლიტიკურ განცხადებას ელოდება, დიდი ბოდიში. იმედი უნდა გაგიცრუოთ, რადგან ჩვენი მიზანი არცერთ შემთხვევაში ეს არ არის. ჩვენ თავდაუზოგავად ვიმუშავეთ, რომ ამ კანონპროექტს მიეღო ნორმალური სახე და ჩვენი შენიშვნები და წინადადებები წარვუდგინეთ კანონპროექტის ინიციატორებს. ვთვლით, რომ როგორც მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და პარლამენტს, კომერციული ბანკებისთვისაც ყველაზე მინიმალურია ის ერთი კაცი, რომელიც ჩვენ შეიძლება საბჭოში წარგვადგინოთ და არავითარ ინტერესთა კონფლიქტს აქ ადგილი არ ექნება, თუ ამას არ მოგვცემთ, არც ეს იქნება პრობლემა”, – განაცხადა ზურაბ გვასალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები