სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და „ახალ უმაღლეს სასწავლებელს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და „ახალ უმაღლეს სასწავლებელს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და „ახალი უმაღლესი სასწავლებლის“ რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ მოაწერეს ხელი.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, მემორანდუმის თანახმად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი უზრუნველყოფს სასწავლებლის სტუდენტებისათვის ინფორმაციის მუდმივად მიწოდებას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე; წარჩინებული სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით ტრეინინგების ჩატარებას, ასევე, სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ”-ის მიერ გამართულ ღონისძიებებში უნივერსიტეტის ჩართულობას.
თავის მხრივ, სასწავლებელი შეარჩევს შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებს სახელმწიფო მინისტრის აპარატში პრაქტიკის გავლის მიზნით; ჩაერთვება სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; უზრუნველყოფს სამეცნიერო სტატიების მომზადებას და შერჩევას სახელმწიფო მინისტრის აპარატის კვარტალურ გამოცემაში „საქართველოს ევროპული გზა” გამოქვეყნების მიზნით; საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საექსპერტო მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები