გარემოს დაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მომორანდუმი გაფორმდა.

როგორც „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ხელშეკრულებას უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს ხელი, რომელიც ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებას, საქართველოს ფლორისა და ფაუნის დაცვას, ეკოტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ითვალსწინებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, უწყებები კანონმდებლობით დადგენილ ისეთ ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ, რომლებიც მიმართული იქნება თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევაზე დროული რეაგირებასა და მათ პრევენციაზე.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თევზჭერისა და ნადირობის დარღვევის თითოეული ფატქის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსული თითოეული ზარი ოპერატიულად გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – „112“-ს რეაგირებისთვის. შესაბამისად, „112“-ში შემოსული დარღვევების შესახებ შეტყობინება ოპერატიულად გადაეცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზს ოპერტიული რეაგირებისთვის.

თევჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის თითოეულ ფაქტზე შეტყობინება გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურს, როდესაც სახეზეა საგადასახადო სამართალდარღვევის ნიშნები (სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება და ა.შ).

გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს ინიციატივით, თევზჭერისა და ნადირობის სფეროში არსებული პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტება. სამუშაო ჯგუფი აღნიშნული წესების დარღვევის ფაქტებს შისწავლის და შესაბამის დასკვნებს მოამზადებს. ასევე, დაგეგმავს პრევენციულ ღონისიძიებებს პრობლემის თავიდან აცილების მიზნით.

უწყებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით, ერთობლივ ღონისძიებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით და მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები