Biletebi.ge-ს ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს
Biletebi.ge-ს ადმინისტრაციის ინფორმაციით, უეფას ევროპის სუპერთასის ბილეთების გაყიდვები შეჩერებულია, GFF და UEFA-ს მოლაპარაკების საფუძველზე გაყიდვის დეტალები დღის ბოლომდე გამოცხადდება.
“გაყიდვები შეჩერებულია, GFF და UEFA-ს მოლაპარაკების საფუძველზე დღის ბოლომდე გამოცხადდება გაყიდვის დეტალები. ამ მომენტისთვის დაზუსტდა გაყიდული ბილეთების რაოდენობა და შეადგენს 54 ბილეთს“, – აცხადებენ Biletebi.ge-ს ადმინისტრაციაში.