გიორგი მღებრიშვილმა და სომხეთის იუსტიციის მინისტრმა მემორანდუმი გააფორმეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა ჰოვანეს მანუკიანმა სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ქართულმა მხარემ „არმავირის“ სასჯელაღსრულების დაწესებულება მოინახულა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსთან, არტურ ოსიკიანთან შეხვედრა გამართა.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქართულ პენიტენციურ სისტემაში მიღწეულ წარმატებასა და მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმაზე ისაუბრა. გიორგი მღებრიშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფება.
ქართული მხარის ოფიციალური ვიზიტი 24 ივნისს დაიწყო და 26 ივნისამდე გაგრძელდება.