ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, კრიზისების მართვის საბჭოში საგანგებო თათბირი გაიმართა

24-27 ივნისს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში საგანგებო თათბირი გაიმართა. თათბირზე საფრთხის პრევენციისა და შედეგების შემსუბუქების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები დაიგეგმა. შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სსიპ „112“-ის, თბილისის მერიის და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, 24 ივნისის დღის ბოლოდან და 25-26 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა, ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლოა, ზოგიერთ მდინარესა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს.
შეხვედრის მონაწილეებმა, 24-27 ივნისს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა უწყების მიერ გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა შეიმუშავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები