თინათინ ხიდაშელი ხვალ ბრიუსელში მიემგზავრება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ხვალ ბრიუსელში მიემგზავრება. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას და ევროპის პარლამენტში შეხვედრებს გამართავს.
თინათინ ხიდაშელი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელშიც “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. მინისტერიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.