Biletebi.ge სუპერთასის ბილეთებს აღარ გაყიდის
biletebi.ge სუპერთასის ბილეთებს აღარ გაყიდის, – აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული ინტერნეტმაღაზიისა და ფეხბურთის ფედერაციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
ვინ და როდის დაიწყებს ბილეთების გაყიდვას, ამ დროისთვის უცნობია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ UEFA-სთან დღის განმავლობაში გაიმართება კონსულტაციები.
დღის ბოლოს გახდება ცნობილი, როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა.