მაშველებმა მტკვრიდან ორი შუახნის მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს (ვიდეო)

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ორი შუახნის მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს.
მოქალაქეები ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყლის დონის მატების გამო, მდინარე მტკვარში ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე აღმოჩნდნენ და მაშველების დახმარებას ითხოვდნენ.
შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინციდენტების მართვის განყოფილებაში შემოვიდა. სამაშველო ჯგუფები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადნენ შემთხვევის ადგილზე, სწრაფი რეაგირება მოახდინეს და მამაკაცები ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები