“სუპერ პუმას” ვერტმფრენები შესაძლოა, გადაკეთდეს და აღარ გაიყიდოს“
თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ფრანგული “სუპერ პუმას” ვერტმფრენები შესაძლოა, გადაკეთდეს და აღარ გაიყიდოს. მისი თქმით, შესაძლოა, სამხედრო ან სამაშველო საქმიანობისთვის გადაკეთდეს.
“ეს ვერტმფრენები არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. საუბარია, რომ გადაკეთდეს, რადგან არსებული სახით გამოსადეგია იმ შემთხვევაში, თუ ცხოვრობ ბედნიერ ქვეყანაში და ხელისუფლების წარმომადგენლები სუპერკომფორტული, ლუქსის ტიპის ვერტმფრენით იფრენენ. ჩვენმა ხელისუფლებამ ამაზე უარი თქვა. შესაძლოა, გადაკეთდეს და სამხედრო ან სამაშველო საქმიანობისთვის გამოვიყენოთ. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მისაღებია, ან ინტენსიურ რეჟიმში უნდა ვეცადოთ გაყიდვას, თუმცა არა მგონია იმ ფასად გაიყიდოს, რა ფასადაც ვიყიდეთ, რადგან ძალიან ძვირად ღირებულია, ან უნდა დავითვალოთ რა დაჯდება მათი გადაკეთება”, – განაცხადა ხიდაშელმა.