UEFA-ს მატჩის ბილეთების გაყიდვა შესაძლოა, ხვალისთვის გადაიდოს
UEFA-ს მატჩის ბილეთების გაყიდვა შესაძლოა, ხვალისთვის გადაიდოს. როგორც ინტერნეტმაღაზია biletebi.ge-ს წარმომადგენლები ამბობენ, საიტზე კიბერშეტევასთან ერთად ბევრი მომხმარებელი ერთდოულად შევიდა.
როგორც საიტის წარმომადგენლები ამბობენ, სცადეს, უცხოეთის მომხმარებლები დროებით ჩაეხსნათ და საიტს ისე ემუშავა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. UEFA-ს მითითებებით, biletebi.ge-მ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს უნდა დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვისთვის, biletebi.ge-მ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან 45 ათასი ევრო მიიღო. დღეს დილიდან კი მატჩზე დასწრების მსურველებმა საიტზე ბილეთების ყიდვა ვერ შეძლეს. ბარსელონას” და “სევილიას” მატჩი თბილისში 2015 წლის 11 აგვისტოს არის დაგეგმილი.