ზვიად სიჭინავა – UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა თუ დღეს არ დაიწყო, biletebi.ge კონტრაქტს დაარღვევს

UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა თუ დღეს არ დაიწყო, biletebi.ge კონტრაქტს დაარღვევს.
როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აცხადებს, ინტერნეტმაღაზია biletebi.ge ვალდებულია, დღეს დაიწყოს მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა.
როგორც სიჭინავა ამბობს, ამ საიტის მოსაწესრიგებლად ვებგვერდმა საჭირო სახსრებიც მიიღო.
“ასეთ ხარვეზებზე პასუხისმგებელი ეს ვებგვერდია. გარანტია მოგვცეს გუშინ, რომ საიტზე ბილეთების ყიდვა ერთდროულად 2 ათას 500 მყიდველს შეეძლებოდა. დღეს თქვეს, რომ შემოვიდა 10 ათასი მომხმარებელი. კონტრაქტით ვალდებულები არიან, რომ დღეს დაიწყონ გაყიდვა. როგორც აღმოჩნდა, გარანტიებს გვაძლევდნენ, მაგრამ ტექნიკურად მზად არ იყვნენ”,- აცახდებს ზვიად სიჭინავა.
შეგახსენებთ, რომ UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვისთვის, biletebi.ge-მ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან 45 ათასი ევრო მიიღო. დღეს დილიდან კი მატჩზე დასწრების მსურველებმა საიტზე ბილეთების ყიდვა ვერ შეძლეს. ბარსელონას” და “სევილიას” მატჩი თბილისში 2015 წლის 11 აგვისტოს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები