„დღეიდან დაახლოებით 10 დღეში ძირითადი გაწმენდითი სამუშაოები უნდა დავასრულოთ“

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დღეიდან დაახლოებით 10 დღეში ძირითადი გაწმენდითი სამუშაოები უნდა დავასრულოთ – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
დავით ნარმანიას თქმით, პარალელურად გაწმენდილ ტერიტორიებზე პროექტების მომზადება და ორ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ჩვენ ვვარაუდობთ,რომ დღეიდან დაახლოებით 10 დღეში ძირითადი გაწმენდითი სამუშაოები უნდა დავასრულოთ. პარალელურ რეჟიმში გაწმენდილ ტერიტორიებზე პროექტების მომზადება დავიწყეთ, რათა აღგენითი სამუშაოები რაც შეიძლება დროულად დაიწყოს. ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, ეს არის წყნეთის ქუჩის 13 ნომრის მიმდებარე ტერიტორია, საყრდენი კედლის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოები, სადაც საკმაოდ რთული პროექტია, მაგრამ უკვე დავიწყეთ ამის განხორციელება. მეორე, ეს არის თვითონ გზის გასწვრივ საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოები“,-განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები