ბუთურიშვილების იმედი და განსაცდელი – ყოველ წამს ველოდებით ზარს, რომ გვამის ამოსაცნობად დაგვირეკავენ…

“ბექა ძალიან დალაგებული ადამიანი იყო. ხასიათით საერთოდ არ იყო იმპულსური და მოულოდნელი საქციელებით არ გამოირჩეოდა. რასაც იტყოდა ის კეთდებოდა. ძალიან კანონმორჩილი იყო, 100 მეტრს არ გაივლიდა ღვედის გარეშე და საჭესთან ნასვამი არასოდეს მჯდარა. მან სახლში დარეკვა ვერც მოასწრო, ბოლო ზარი კი მეგობართან განახორციელა, თუმცა მისთვისს არც უთქვამს თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა”, – ასე იხსენებს 13 ივნისის სტქიის შედეგად გაუჩინარებულ ბექა ბუთურიშვილს მისი ძმა, ლაშა ბუთურიშვილი, რომელიც დედმამიშვილს საკუთარი ძალებით უკვე ერთი კვირაა უშედეგოდ ეძებს.
33 წლის ბექა ბუთურიშვილის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. მის ავტომობილს ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, ბახტრიონის ქუჩის მიმდებარედ მდინარე ვერეს კალაპოტში, მომხდარიდან მესამე დღეს, ოჯახის წევრებმა მიაკვლიეს.
როგორც “კვირასთან” საუბრისას ლაშა ბუთურიშვილი ამტკიცებს, სტიქიის დროს მისმა ძმამ ავტომობილიდან გადმოხტომა მოახერხა, რადგან ავტომობილის დათვალიერებისას შენიშნეს, რომ ღვედი მოხსნილ მდგომარეობაში იყო, ავტომობილის ჭერი კი თითქმის საჭემდე მიჭეჭყილი.
” მანქანა ასეთ მდგომარეობაშია, ღვედი რომ კეთებოდა, ბუნებრივია იქიდან გამოსვლას ვერ მოახერხებდა. მანამდე არის გადმომხტარი. ღვედი თავისით არ გაიხსნებოდა. ყველაზე ცუდ ადგილას არის მოხვედრილი, სადაც ადიდებული წყლის მორევი დაგროვდა. მისი ძებნა მხოლოდ მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიაზე ხორციელდება. ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ვინც იპოვეს ყველა იქაა ნაპოვნი. ვერ გამოვრიცხავ რომ სხვაგანაც იყოს”, – აცხადებს ბექა ბუთურიშვილის ძმა.
დაკარგული ბექა ბუთურიშვილის ოჯახი სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობით უკმაყოფილოები არიან და აცხადებენ, რომ გარდა ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიისაა, სამძებრო სამუშაოები სიღრმისეულად ყველა იმ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს, სადაც სტიქიამ თავისი კვალი დატოვა.
“არ მუშავდება ყველა უბანი, არ ვიცი რისი ბრალია. სტიქიის კვალი არის ზევითაც, სადაც შლამის გორებია. იქ მოხდა მხოლოდ გაწმენდა. ვფიქრობთ, რომ დასამუშავებელია. მე მარტო არ უნდა მეპოვნა ჩემი ძმის მანქანა. ცოტა სახელმწიფოებრივი მიდგომა უნდა ყოფილიყო და მეორე დღეს სისხამ დილით დაწყებულიყო სამუშაოები”, – აღნიშნავს ლაშა ბუთურიშვილი და დასძენს, თუ რა რთულია მათი ოჯახის მდგომარეობაში ყოფნა. “ეს შეიძლება არავის ესმის, ჩვენ ყოველ წამს ველოდებით ზარს, რომ გვამის ამოსაცნობად დაგვირეკავენ”…
33 წლის ბექა ბუთურიშვილისა და მისი ოჯახისთვის 2015 წლის 13 ივნისის ღამე საბედისწერო აღმოჩნდა. ბუთურიშვილი საკუთარი ავტომობილით ვაჟა-ფშაველას ტერიტორიიდან კოლმეურნეობის მოედნის მიმართულებით გადადგილდებოდა და მარშუტად, როგორც ჩანს, ვაკე-საბურთალოს ახალი გზა აირჩია.
00:28 საათზე მის ტელეფონზე იმ მეგობრის სატელეფონო ზარი დაფიქსირდა, ვისთანაც ბექა ბუთურიშვილი მისვლას აპირებდა. “ამ დროისთვის ბექას მეგობარმა დაურეკა და ადგილმდებარეობა კითხა, ბექამ კი უპასუხა, რომ ვაჟა-ფშაველას ტერიტორიაზე იყო და 15 წუთში მასთან მივიდოდა. მეორე ზარი ბექასთან იმავე მეგობარმა 00:42 წუთზე განახორციელა, თუმცა მისი ტელეფონი უკვე გათიშული იყო. ზოოპარკის ანძამ ასევე დააფიქსირა ბექას ტელეფონიდან გამავალი ზარი, ზუსტად 00:30 საათზე, თუმცა ნომრის ამოცნობა ვერ ხერხდება, რადგან გამოითქვა ეჭვი, რომ ბექამ ნომერზე დალაპარაკებაც ვერ მოასწრო და რეკვის მომენტშივე გაეთიშა”, – ყვება ლაშა ბუთურიშვილი.
ბექა ბუთურიშვილმა ოჯახის წევრებთან დარეკვაც ვერ მოასწრო… ბექას დედა ბოლოჯერ 23:00 საათზე ესაუბრა, მას შედმეგ კი კონტაქტი გაწყვეტილია.

11301537_916747348369145_1494645416_n

11349118_916747345035812_1169285726_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები